ს ს.ი.პ. "ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი" აცხადებს კონკურსს ცენტრის ლოგოს შექმნაზე.ს.ს.ი.პ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა: ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავება, ეროვნული შეფასების განხორციელება სახელმძღვანელოების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობის დადგენა, სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭება და სხვა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ აღნიშნული თემატიკა.კონკურსში გამარჯვებული ლოგოს ავტორისთვის დაწესებულია ანაზღაურება 400 ლარი (ხელზე ასაღები თანხა). ლოგოს ესკიზების წარმოდგენის ვადაა 2010 წლის 12 მარტი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- ლოგოს ესკიზები წარმოდგენილი უნდა იქნას PDF ან JPG ფორმატში (კომპიუტერულ პროგრამაში შესრულებული), შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტის წარმოდგენა. წარმოდგენილ მასალებს თან უნდა ახლდეს ავტორის პირადი რეკვიზიტები: საკონტაქტო მონაცემები (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი).
- დამატებითი დეტალების განხილვა მოხდება უშუალოდ გამარჯვებული ესკიზის ავტორ(ებ)თან, ესკიზებს განიხილავს ცენტრის საკონკურსო კომისია, რის შედეგადაც გამარჯვებულ ავტორთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
- გამარჯვებულ ლოგოზე საავტორო უფლებები ხდება ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საკუთრება.
- საკონკურსო ნამუშევრები უნდა გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kchkhobadze@ganatleba.org .
- დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ცენტრში ტელ. (+995 32) 95 79 88.